ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა - ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი

ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა - ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი

ირანის პოზიცია ისრაელის მიმართ არ შეცვლილა, - ამის შესახებ ირანური საინფორმაციო სააგენტო "ფარსნიუსის" ცნობით, ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ჰოსეინ შეიხოლესლამმა განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია უზურპატორი სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ არ შეცვლილა. ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა", – ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილლიპ ჰამონდის შენიშვნას შეიხოლესლამი.

ჰამონდმა ორშაბათს ირანის პარლამენტის სპიკერთან, ალი ლარიჯანისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ირანის პოზიცია ისრაელის წინააღმდეგ აბსოლუტურად არ შეცვლილა, არადა, წარსულში მომხდარი უთანხმოება დავიწყებას უნდა მიეცეს. ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, თეირანი არასოდეს დაივიწყებს წარსულს და ბრიტანეთის კოლონიალისტურ ქმედებებსაც.

ირანსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2011 წლის ნოემბერში დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში შეწყდა, როდესაც ქვეყნებმა საკუთარი დიპლომატიური მისიები დახურეს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა ირანში საკუთარი საელჩო კვლავ გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა