პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის მამა ბარაკ ობამას მიმართავს - "გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის"

პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის მამა ბარაკ ობამას მიმართავს - "გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის"

რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში მოკლული ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტის, ელისონ პარკერის მამა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას იარაღის გაყიდვასა და ტარებაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. "ბიბისის" ცნობით, როგორც ენდი პარკერი აცხადებს, მთავრობამ უნდა იზრუნოს იმ კანონის შეცვლაზე, რომელიც ხარვეზებს შეიცავს და საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მისივე თქმით, იარაღი არ უნდა მოხვდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ხელში.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის, იმისათვის რომ სხვამაც არ დაკარგოს თავისი ადამი და ელისონი", - განაცხადა ენდი პარკერმა.

24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ოთხშაბათს პირდაპირი ჩართვის დროს მოკლეს. შემთხვევა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ინტერვიუს ართმევდა რეგიონალური სავაჭრო პალატის წარმომადგენელ ვიკი გარდნერს. გარდნერი გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება თავდამსხმელს, იგი ვესტერ ლი ფლანაგანია, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. მანამდე მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა. ფლანაგანი ტელეკომპანია WDBJ7-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა