საბერძნეთს ახალი პრემიერი ყავს

საბერძნეთს ახალი პრემიერი ყავს

საბერძნეთის დროებით მთავრობას სათავეში ახალი პრემიერ-მინისტრი, ვასილიკი თანუ ჩაუდგება. "გარდიანის" ცნობით, მან პრეზიდენტის სასახლეში ფიცი უკვე დადო. მოგვიანებით კი უკვე ყოფილი პრემიერის, ალექსის ციპრასის რეზიდენციაში მივიდა და პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. 65 წლის ვასილიკი თანუ ყოფილი მოსამართლეა, იგი საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერია.

ვასილიკი თანუ პრემიერის თანამდებობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიკავებს. არჩევნები საბერძნეთში სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა