ავსტრიაში, სატვირთო მანქანის საბარგულში უჰაერობის გამო 71 სირიელი მიგრანტი გაიგუდა

ავსტრიაში, სატვირთო მანქანის საბარგულში უჰაერობის გამო 71 სირიელი მიგრანტი გაიგუდა

ავსტრიაში სატვირთო მანქანის საბარგულში გუშინ აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა 71-ია. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, 59 მამაკაცი, 8 ქალი და ოთხი ბავშვი სავარაუდოდ, ორი დღის წინ დაიღუპნენ. პოლიციის განცხადებით, დაღუპულები სავარაუდოდ სირიელი მიგრანტები არიან, რომლებიც უჰაერობის შედეგად გარდაიცვალნენ.

ისინი ავსტრიაში უნგრეთიდან ფარულად ცდილობდნენ გადასვლას. მომხდართან დაკავშირებით უნგრეთში სამი ადამიანი დააკავეს. სავარაუდოდ ისინი ბულგარელები არიან. პოლიციის წინასწარი ვერსიით, სწორედ ისინი მართავდნენ მანქანას. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ათი ათასობით მიგრანტი ევროპაში ჩასვლას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ცდილობს. მათი ნაწილი გზაში იღუპება. ოფიციალური მონაცემებით, წელს ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა