სააკაშვილის გუნდის წევრებმა უკრაინელი დეპუტატი სცემეს

სააკაშვილის გუნდის წევრებმა უკრაინელი დეპუტატი სცემეს

მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებმა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სცემეს. როგორც ჟურნალისტი ვერა ზაპოროჟეცი იტყობინება, ჩხუბი 27 აგვისტოს მოხდა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის შენობაში თვითმხილველთა თანდასწრებით.

ჟურნალისტის თქმით, სკანდალურად ცნობილი გონჩარენკო სცემეს ეჭვის გამო, რომ ის ყიდდა ადგილებს საარჩევნო სიაში ”პეტრო პოროშენკოს ბლოკი - დარტყმა”. ვერა აღნიშნავს, რომ ცემის შემდეგ პარლამენტარი პირდაპირი მნიშვნელობით, გადააგდეს შენობიდან. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, გონჩარენკომ განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურდა.

ალექსეი გონჩარენკო პირველად არ მოხვედრილა სკანდალის ეპიცენტრში. მაგალითად, დეპუტატი ცნობილია ოდესაში 2015 წლის 2 მაისს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილეობით. მაშინ პროფკავშირების სახლის დაწვის შედეგად ათეულობით ანტიმაიდანის აქტივისტი დაიღუპა. ამ დროს ის მოკლული და დამწვარი ადამიანების ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა