თურქეთის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა

თურქეთის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. "ბიბისის" ცნობით, მათ შორის ორი პოლიტიკოსი ქურთების მხარდამჭერი პარტიიდანაა. დროებით მთავრობას აჰმედ დავუთოღლუ ჩაუდგება სათავეში, მანამ, ვიდრე ნოემბერში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩენების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა გასულ კვირას განაცხადა, ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავთოღლუმ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგად დავუთოღლუს მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვეღარ მოიპოვა. თუმცა, არჩევნები განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ქურთების მხარდამჭერი პარტიისთვის.

კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მთავარ ოპოზიციურ პარტიებთან მარცხით დასრულდა. როგორც მოსალოდნელია, ვადამდელი არჩევნები 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა