თერთემეტი წლის ბიჭი პუტინს რუბლის გაუფასურებაზე ესაუბრა

თერთემეტი წლის ბიჭი პუტინს რუბლის გაუფასურებაზე ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტს საგანმანათლებლო ცენტრ "სირიუსის" ერთ-ერთმა მოსწავლემ სოჭში ვიზიტისას რუსული რუბლის ირგვლივ არსებული სიტუაციის შეახებ დაუსვა კითხვები. ბიჭი პრეზიდენტს შეეკითხა ნიშნავს თუ არა რუბლის დაცემა იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყველაფერი ძალიან ცუდად არის. პუტინმა ამაზე ბიჭს უპასუხა, რომ რუსეთის ეკონომიკა არ რეგულირდება საბაზრო ხერხებით.

"ჩვენ არ ვარეგულირებთ საბაზრო ხერხებით ამ სიტუაციას, იმიტომ, რომ თუ ასე ვიზამთ, მალევე დავკარგავთ ოქრო სავალუტო რეზერვებს" - განაცხადა პუტინმა.

"ცენტრალურმა ბანკმა კურსი ცოტათი უნდა გაუშვას, რასაც აკეთებს კიდეც. ისე უნდა ვქნათ, რომ რუბლი ასე პირდაპირ არ იყოს დამოკიდებული ნავთობის და გაზის ფასებზე" - დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მოსწავლემ დასძინა რომ ახლა გასაგები გახდა რუბლთან დაკავშირებული სიტუაციის პრობლემა.

რუსეთის პრეზიდენტმა საგანმანათლებლო ცენტრში ღია გაკვეთილი ჩაატარა და ბავშვებს გაესაუბრა. ცენტრში პუტინის ვიზიტი მეგობრული ჰოკეის მატჩით დასრულდა, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრის სტუნდენტებსა და პუტინის ნაკრებს შორის გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა