უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

უკრაინელებმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საიტზე რამდენიმე პეტიცია გამოაქვეყნეს, სადაც ოდესის გუბერნატორის მიხეილ საკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას ითხოვენ. მათ ხელისუფლების სათავეში არსენი იაცენუკის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილის ხილვა სურთ.

”მიეცით საშუალება ადამიანს საბოლოოდ გაატაროს რეფორმები უკრაინაში. გვეყოფა კორუფციის და რეფორმების გაწელვის მოთმენა” - ნათქვამია ერთ-ერთი პეტიციის ტექსტში.

აღსანიშნავია, რო ერთ  მიმართვას ხელი 450-ზე მეტმა ადმიანმა მოაწერა, მეორეს კი 500-მა. ჯამში პეტიციამ 90 დღეში 25 000 ხელმოწერა უნდა მოაგროვოს.

50-მდე უკრაინელმა იმ პეტიციასაც მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სურთ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა