"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის უძველესი ისტორიული სამარხები გაანადგურა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის უძველესი ისტორიული სამარხები გაანადგურა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის უძველეს ქალაქ პალმირაში ისტორიული სამარხები გაანადგურა. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ სირიის ანტიკვარიატის სამსახურის ხელმძღვანელი იტყობინება. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია 44-103 წლებში აგებული სამი უძველესი სამარხის კოშკი.

ექსტრემისტებმა პალმირაზე კონტროლი მაისში დაამყარეს. მას შემდეგ კი აღნიშნულ ქალაქში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა გაანადგურეს.

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით. მას ასევე სტრატეგიული ადგილი უკავია და დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"