სირიელი მამის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო აიძულა, მას დახმარებოდა

სირიელი მამის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო აიძულა, მას დახმარებოდა

ნორვეგიელმა ბლოგერმა გისუს სიმონარსონმა ინტერნეტში სირიელი დევნილის ფოტო აღმოაჩინა, რომელიც ბეირუთის ქუჩებში დადის პატარა ქალიშვილთან ერთად და საწერ კალმებს ყიდის, რათა ოჯახი გამოკვებოს.

25 აგვისტოს გისუსმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა მოწოდება, რომ მოეძებნათ ეს მამაკაცი. რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაუკავშირდა ორგანიზაცია, რომელიც ლიბანში დევნილებს ეხმარება. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს აბდული ჰქვია, სირიიდან სამოქალაქო ომის გამო გამოიქცა და უკვე ოთხი წელია, სამუშო ადგილს ვერ პოულობს. მას ქალიშვილის გარდა ცხრა წლის ვაჟიც ჰყავს.

გისუსმა გადაწყვიტა ჩაეშვა "ქრაუდფანდინგ" კამპანია, რომელსაც "შეიძინეთ კალმები" დაარქვა. კამპანიის მიზანი იყო აბდულის და მისი ოჯახის დასახმარებლად 5 000 დოლარის შეგროვენა. იმის გამო, რომ ამ ისტორიას ყურადღება მიაქციეს ჯერ ნორვეგიულმა, შემდეგ კი მსოფლიო მედიის წარმომადგენლებმა, თანხის შეგროვება ნახევარ საათში მოხერხდა. მეორე დღისთვის კი გადარიცხული თანხა უკვე 58 000 დოლარს აჭარბებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა