ეგვიპტელი მილიარდერი დევნილთათვის კუნძულის ყიდვას აპირებს

ეგვიპტელი მილიარდერი დევნილთათვის კუნძულის ყიდვას აპირებს

ეგვიპტელი მილიარდერი, ნაგუიბ სავირისი თავის შემუშავებულ გამოსავალს სთავაზობს მზარდი მიგრანტების კრიზისის აღმოსაფხვრელად. სივირისს სურს ხმელთაშუა ზღვაში შეიძინოს კუნძული, სადაც დევნილებს დროებით თავშესაფარებს მისცემს, სანამ პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა მოიძებნება.

სივირისი აპირებს საბერძნეთის და იტალიის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებას კუნძულის შეძენასთან დაკავშირებით, რათა დაეხმაროს მიგრანტებს, რომლებიც კონფლიქტის ზონებიდან გამორბიან.

"ძალიან ბევრი კუნძულია დაუსახლებელი და შესაძლებელია იქ ათასობით და ათი ათასობით დევნილისთვის დროებითი თავშესაფრების მოწყობა. შემდეგ მათი დასაქმებაც მოხდება. თუ სიტუაცია გამოსწორდება, ისინიც დაურბუნდებიან მშობლიურ მიწას. საჭიროა მათ, როგორც ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც ახლა მათ ეპყრობიან, ეს არაადამიანური მოპყრობაა, ასე ექცევიან ცხოველებს" - განაცხადა სავირისმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა