რუსეთში "განკითხვის დღის" თვითმფრინავებს ქმნიან

რუსეთში "განკითხვის დღის" თვითმფრინავებს ქმნიან

რუსეთში გაერთიანებული სამენებლო კორპორაცია მესამე თაობის სტრატეგიულად სამართავი საჰაერო პუნქტის შესაქმნელად სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ სამეცნიერო-საწარმოო ქარხნის "პალიოტის" გენერალური დირექტორი ალექსანდრ კომიაკოვი საუბრობს.

"მიდინარეობს სამუშაოები ახალი, მესამე თაობის მფრინავი აპარატის შექმნაზე, მაგრამ მისი მახასიათებლების შესახებ საუბარი ჯერ ადრეა", - აცხადებენ ავიასალონში. მათივე თქმით, უკვე დასრულდა სახელმწიფო გამოცდა მეორე თაობის საჰაერო სამართავი პუნქტის. მომავალ წელს დაგეგმილია სამუშაოები იმისთვის, რომ რუსეთის ჯარი შეივსოს მსგავსი საფრენი აპარატებით.

"მისი მთავარი უპირატესობა არის სიცოცხლისუნარიანობა. თუ სხვა ცნობილი ობიექტები შეუძლია მოწინააღმდეგეს გაანადგუროს, ჩვენი ხომალდის განადგურება გაცილებით რთული იქნება, რადგან ის გამუდმებით იცვლის დისლოკაციის ადგილს. ამერიკელებს მსგავსი თვითმფრინავები ჰყავთ და "განკითხვის დღის თვითმფრინავებს" უწოდებენ. მათი მისიაა კავშირის ქსელის ორგანიზება აბსოლუტურად შეუძლებელ პირობებში, როდესაც მიწიერი ინფრასტრუქტურა ამისთვის არ არსებობს ან მთლიანად განადგურებულია", - ყვება კომიაკოვი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა