მიუნჰენში ჩასულ მიგრანტებს ადგილობრივები საჩუქრებით და აპლოდისმენტებით დახვდნენ

მიუნჰენში ჩასულ მიგრანტებს ადგილობრივები საჩუქრებით და აპლოდისმენტებით დახვდნენ

ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთში, მაკედონიასა და სერბიაში სირიიდან წამოსული ასეულობით ლტოლვილი ჩავიდა, საიდანაც გზა უნგრეთისკენ გააგრძელეს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, მათი ბოლო გაჩერება გერმანიის ქალაქი მიუნჰენია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი ყველაზე მასშტაბური მიგრაციაა ევროპაში. მხოლოდ ავსტრიაში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში 4 000-მდე მიგრანტი ჩავიდა.

თითქმის ყველა მატარებელს, რომელსაც მიუნჰენში ასობით მიგრანტი ჩაჰყავს, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება გულთბილად ხვდება: მოსახლეობა ბანერებით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში" და პოლიციელები, რომლებიც პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებს გადასცემენ მიგრანტებს და მიმართულებას აძლევენ ბანაკებისკენ. ჩამოსულებს სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ, შემდეგ კი მათ დროებით საცხოვრებლებში ანაწილებენ - იუწყება BBC.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა