პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით

პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით

2015 წლის 19 აგვისტოს, პოლონური სელეზია მსოფლიოს ყურადღებიც ცენტრში მოექცა. განძის და ძვირფასეულობის ორი ადგილობრივი მაძებარის განცხადებით, მიტოვებულ გვირაბში ნაცისტების საიდუმლო მატარებელს მიაგნეს. მატარებლის ვაგონები გერმანელების ნაძარცვი ქონებით - ოქროთი, ძვირფასეულობითა და ხელოვნების ნიმუშებით იყო სავსე.

1943 წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელების პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა. წითელი არმია გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა. ბრიტანულ-ამერიკულმა ძალებმა სიცილია დაიკავეს, იტალიელმა ფაშსტებმა კი ბენიტო მუსოლინი ჩამოაგდეს. ათასწლოვან მესამე რეიხს წყალი შეუდგა.

მოკავშირეთა ავიაციის გაუთავებელი დაბომბვების გამო, ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ სამრეწველო ობიექტების და მნიშნელოვანი ქარხნების მიწისქვეშ განთავსება გადაწყვიტა. პროექტის განხორციელება ჰიტლერის პირად არქიტექტორს და სამხედრო წარმოების რეიხსმინისტრ ალბერტ შპეერს დაევალა.

სპეციალური სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც ომამდე ავტობანებს აშენებდა, საიდუმლო პროექტის - "გოლიათი" განხორციელებას შეუდგა. ობიექტზე თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ლომის წილი ებრაელებზე და საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოგზავნილ ტყვეებზე მოდიოდა. მშენებლობის ადგილად პოლონური სელეზია შეირჩა.

ეპიდემიების და მკვრივი კლდოვანი ქანების გამო საქმე, რომელსაც ჰიტლერი პირადად კურირებდა წინ ნელა მიიწევდა. 1945 წლის თებერვლისთვის გრანდიოზული პროექტის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ტყვეებმა მხოლოდ 9 კმ-ის სიგრძის გვირაბები გათხარეს. მიწისქვეშა სათავსოების საერთო მოცულობამ 25 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. საბჭოთა არმია წინ სწრაფად მიიწევდა და მაისში სელეზია წითელმა არმიამ დაიკავა.

ნაცისტების საიდუმლო მატარებელს ორმა პოლონელმა, სელეზიის მთავარი ღირშესანიშნაობის - ქსენჟის ციხესიმაგრის მახლობლად გათხრილ გვირაბში მიაგნო. მეორე მსოფლიო ომისას, 1301 წელს აგებული ციხესიმაგრე მეპატრონეს ჩამოართვეს და აქ რკინიგზის მთავარი სამმართველო განათავსეს. ნაგებობის ქვეშ გვირაბების ორი იარუსი, ბუნკერი და ლიფტების შახტები გათხარეს. ომის დასრულების შემდეგ ამ მხარეში ლეგენდა საიდუმლო მატარებელზე ძალზე აქტუალური იყო. ადგილობრივების თქმით პოლონეთის დატოვებისას გერმანელებმა მისი ბერლინში გადაყვანა ვერ მოასწრეს და ამიტომაც სათადარიგოდ შენიღბულ და დანაღმულ გვირაბში გადამალეს. მის ვაგონებში ოქროს ზოდები, ძვირასი ნივთები, საიდუმლო არქივები, ევროპის მუზეუმებიდან მოპარული ხელოვნების ნიმუშები ინახება.

ადგილობრივმ ხელისუფლებამ, მკველვარების ცნობას მხოლოდ გეორედარის მიერ გადღებული ფოტოების წარდგენის შემდეგ დაუჯერა. მიღწეული შეთანხმებით წარმატებულ მონადირეებს პოლონეთი 10 %-ს გადასცემს.

პოლონეთის კულტურის მინისტის მოადგილის პეტრე ჟუხოვსკის განმარტებით მატარებლის სიგრძე 100 მ-ს აღემატება და წინასწარი ინფორმაციით მისი ვაგონები შეჯავშნულია. ეს მათში ფასეული ნივთების არსებობაზე მიუთითებს.

პოლონურ ქალაქი ვალჟბიხი, რომლის შემოგარენშიც ქსენჟის ციხესიმაგრე მდებარეობს, თავგადასავლებისა და განძის მაძიებლებით ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაივსო. მაგრამ საიდუმლო გვირაბამდის ისინი პოლიციამ არ მიუშვა. კანონმდებლობით მონაპოვარი პოლონეთის საკუთრებაა. თანაც ჩამონგრებული გვირაბის შესასვლელი გერმანალებმა წასვლის წინ დანაღმეს.

რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა განძის გაყოფა უკვე დაწყებულია. ოფიციალური ვარშავას განმარტებით, პირადი ნივთების ან კერძო კოლექციებიდან მოპარული ხელოვნების ნიმუშების პოვნის შემთხვევაში, ისინი მესაკუთრეებს ან მათ შთამომავლებს გადაეცემა. თუ მათი დადგენა ვერ მოხერხდება, ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდება.

არსებობს ვარაუდი, რომ მატარებელში, ნაცისტების მიერ რუსული ცარსკოე სელოდან მოპარული ქარვას ოთახიც ინახება.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

The Time-მა 2020 წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა - "მათ საზოგადოებას აღდგენა და განახლება შესთავაზეს"