ჰილარი კლინტონი პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო ბოდიშს იხდის

ჰილარი კლინტონი პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო ბოდიშს იხდის

ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო პირველად იხდის ბოდიშს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

"ეს იყო შეცდომა, ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო. პასუხისმგებლობას ვიღებ მომხდარზე", - განაცხადა კლინტონმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. როდესაც კლინტონის მიერ პირადი ფოსტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკანონოს არაფერს აკეთებდა.

გასულ კვირას კი კლინტონმა კითხვაზე, ნანობდა თუ არა პირადი ფოსტის გამოყენებას სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ნანობს მხოლოდ იმიტომ, რომ ამან მოსახლეობა დააბნია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონი 2009-2013 წლებში სახელმწიფო ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობდა, ის პირად ელ-ფოსტას იყენებდა, რაც აშშ-ის ფედერალური კანონის დარღვევაა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა