33 წლის ასაკში დუბაის პრინცი გარდაიცვალა

33 წლის ასაკში დუბაის პრინცი გარდაიცვალა

დუბაის მმართველის შვილი, შეიხი რეშიდ ბენ მუჰამედ ალ-მაკტურმი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დუბაიში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეიხი რეშიდ ბენ მუჰამედ ალ-მაკტურმი 2008-2010 წლებში ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რის შემდეგაც ის ბიზნესით იყო დაკავებული. ჟურნალმა "ფორბსმა" 2010 მისი ქონება 1.9 მილიარდ დოლარად შეაფასა.

მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი დუბაის პრინცი და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე იყო. პრინცმა პირველადი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ბრიტანეთის სამხედრო სასწავლებელსა და ლონდონის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო.  33 წლის შეიხი დუბაის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილისა და სპორტული პრეზიდენტის პოსტებს იკავებდა. წერდა ლექსებსაც, რომელთა ძირითადი მოტივები ოჯახი, სამშობლო და რომანტიკული ურთიერთობები იყო.

ყველაზე სასურველი პრინცები