"პუტინი კლავს" - ნიუ-იორკში დაგეგმილ აქციაში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას

"პუტინი კლავს" - ნიუ-იორკში დაგეგმილ აქციაში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნიუ-იორკში ვიზიტის დროს საპროტესტო აქციები გაიმართება. როგორც "ლიგა-ნეტი", რუს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ილია პონომორიოვზე დაყდნობით იტყობინება, უკრაინელებთან, რუსებთან და ბალტიისპირელებთან ერთად, აქციებში აშშ-ში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აქციები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით ორჯერ წარდგება.

"27 და 28 სექტემბერს იგეგმება 3 ღონისძიება. ვფიქრობ, რომ მას ათასობით ადამიანი დაესწრება", - აღნიშნა პონომარიოვმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი აქცია სახელწოდებით "პუტინი კლავს" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" მიერ იქნება ორგანიზებული. აქციის მონაწილეები მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების დროს დაღუპულთა მგზავრებს მიაგებენ პატივს.

პუტინის ვიზიტის დროს ასევე იგეგმება, საპროტესტო მსვლელობის გამართვა გაეროში რუსეთის წარმომადგენლობასთან.

ილია პონომარიოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი იმის დემონსტირებაა, რომ აშშ-ში მცხოვრები რუსულენოვანი ადამიანები პუტინის პოლიტიკას არ იზიარებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა