ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორია დაბომბა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ისრაელის ავიაციამ ავიაიერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ღაზას სექტორში მოქმედმა მებრძოლებმა ებრაულ ქალაქ აშდოდის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.

"ბიბისის" ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში, მოძრაობა "ჰამასის" კუთვნილი ოთხი ობიექტი დაბომბეს. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ არ ვრცელდება. ქალაქ აშდოდზე სარაკეტო დარტყმისთვის პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფმა მებრძოლებმა აიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა