გალის ე.წ. საბაჟოს სამმართველოს უფროსი მოკლეს

გალის ე.წ. საბაჟოს სამმართველოს უფროსი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის ე.წ. საბაჟოს სამმართველოს უფროსი მოკლეს. როგორც "რია ნოვოსტი" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ბესლან მალანძიას ცხედარი პარასკევს იპოვეს.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ცნობით, მალანძიას გულ-მკერდის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მისი ცხედარი სოფელ ტამიშში, სახლის სიახლოვეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა