ბარაქ ობამა - რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" და " საერო ოპოზიციას" ერთმანეთისგან ვერ არჩევს

ბარაქ ობამა - რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" და " საერო ოპოზიციას" ერთმანეთისგან ვერ არჩევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ობამამ ასევე, სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმო და აღნიშნა, რომ ავიადარტყმების მიტანისას რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" და ე.წ. საერო ოპოზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. "რუსეთის მოსაზრებით, ყველა მათგანი ტერორისტია", - აღნიშნა ობამამ.

აშშ-ის ლიდერის მოსაზრებით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების ლიკვიდაციით, რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერებას უწყობს ხელს, ამერიკელები კი, სირიაში ისლამისტებს ებრძვიან.

ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რომ სირიაში ხელისუფლება შეიცვალოს. ბარაქ ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიის დაბომბვა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შესაბამისი თხოვნის შემდეგ, 29 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაციის მთავარი სამიზნე - ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ რუსული ავიაცია ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების პოზიციებსაც ბომბავს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა