დიმიტრი მედვედევი - რუსეთს ტერორიზმის საფრთხისგან ვიცავთ

დიმიტრი მედვედევი - რუსეთს ტერორიზმის საფრთხისგან ვიცავთ

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია რუსეთის ტერორიზმისგან დაცვისკენაა მიმართული. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ მედვედევმა "რასია 24"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ რუსეთის ერს ტერორიზმის საფრთხისგან ვიცავთ. ჯობია, ეს საზღვარგარეთ გააკეთო, ვიდრე ტერორიზმს ქვეყნის შიგნით შეებრძოლო", - აღნიშნა მან.

მედვედევის თქმით, რუსეთს სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს.

რუსული ავიაცია სირიის ტერიტორიას უკვე რამდენიმე დღეა ბომბავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა