მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი ქართველია

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი ქართველია

ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე ძებნილი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები? 

აბუ ბაკრ ალ-ბაგდადი ISIL-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ლიდერია, რომელიც 1971 წელს ერაყში დაიბადა.

მასზე ჯილდო 10 მილიონი დოლარია დაწესებული.

აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული, ISIL-ის ლიდერის თანაშემწე - ჯილდო 7 მილიონი დოლარი. დაბადებულია ასევე ერაყში.

აბუ მოჰამედ ალ-ადნანი, ISIL-ის ოფიციალური წარმომადგენელი. დაბადებული 1977 წელს სირიაში. მის დაჭერაზე ჯილდო 5 მილიონი დოლარია.

თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი ISIL-ის საველე მეთაური, დაბადებული 1986 წლის 2 იანვარს საქართველოში, ქალაქ ახმეტაში. მასზე ჯილდო 5 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ბათირაშვილის ოჯახის წევრები დღესაც სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ. მამა ქრისტიანი ჰყავს. თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც. როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ.

2010 წელს ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა