CNN: რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

CNN: რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

"სიენენის" ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.

როგორც "სიენენი" აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ შეიარაღებას სახმელეთო ოპერაციაში გამოიყენებენ.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა