ამერიკა სირიასთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

ამერიკა სირიასთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

ამერიკამ სირიასთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს სამხედრო მოქმედებების რუსეთთან კოორდინირებას, რომელიც გასული კვირიდან მოყოლებული სირიაში ავიადარტყმებს ახორციელებს, რადგან მიაჩნია, რომ მოსკოვის სტრატეგიას სირიაში ღრმა ნაკლი აქვს.

"როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთმა არასწორი სტრატეგია აირჩია - ისინი განაგრძობენ იმ მიზნებზე დარტყმებს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" არ არის დაკავშირებული. მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზული, ტრაგიკული შეცდომაა", - აღნიშნა კარტერმა.

თუმცა, მისივე თქმით, ორივე ქვეყნის სამხედრო სპეციალისტები განიხილავენ საბაზო, ტექნიკურ საკითხებს სირიის ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მფრინავების უსაფრთხოებას.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრს რუსეთის თავდაცვის უწყება გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ აშშ-ში, როგორც ჩანს, "ისლამურ სახელმწიფოს" არ მიიჩნევენ ტერორისტულ ორგანიზაციად, ვინაიდან რუსეთს არ აწვდიან მონაცემებს "ბოევიკთა" დისლოკაციის რაიონების შესახებ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა