ირანი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს

ირანი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს

ირანი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოვარდნას უარყოფს. ამის შესახებ ირანული სააგენტო "ფარსი" ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია - "ფსიქოლოგიური ომის აქტია". როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსული რაკეტების ირანში ჩამოვარდნა უარყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც.

ინფორმაცია კასპიის ზღვიდან გაშვებული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ამერიკულმა მედიამ, ანონიმურ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, საუბარია ოთხ რუსულ ფრთოსან რაკეტაზე, რომელსაც სამიზნეები სირიის ტერიტორიაზე უნდა გაენადგურებინა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, თეთრმა სახლმა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. "ბიბისი" წერს, რომ ინფორმაციის დადასტურებაზე უარი თქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

რუსეთმა კასპიის ზღვიდან სირიის მიმართულებით 26 ფრთოსანი რაკეტა 7 ოქტომბერს გაუშვა.

რუსეთის მიერ ISIS-ს მიმართულებით ნასროლი რაკეტები ირანში ჩამოვარდა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა