კარგია იყო მეფე - როგორ აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 63-ე დაბადების დღე

კარგია იყო მეფე - როგორ აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 63-ე დაბადების დღე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეს მონაწილეობა მიიღო გალა-მატჩში "NHL-ს ვარსკვლავები", სადაც ნაციონალური ჰოკეის ლიგის ნაკრები რუსული ჰოკეის ლეგენდებს ეთამაშებოდა. თამაში სოჭში, ყინულის სტადიონზე გაიმართა.

პირველ პერიოდში პუტინმა სამი შაიბა გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა განახორციელა. რუსეთის პრეზიდენტს რეპერმა ტიმატიმ დაბადების დღისთვის სიმღერა მიუძღვნა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერის ტექსტი მხოლოდ საქებარი სიტყვებია, რის გამოც ინტერნეტ-მომხმარებლები რეპერის ადეკვატურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

გარდა ამისა, პუტინის 63 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში გაიხსნა გამოფენა ”პუტინ Universe”, სადაც პუტინი წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის გმირის როლში, სხვადასხვა ეპოქაში. გამოფენა პუტინის ფან-კლუბმა მოაწყო.

აგრეთვე საზეიმო ღონისძიება გაიმართა გროზნოს მთავარ სტადიონზე, სადაც 35 000 ადამიანი შეიკრიბა პლაკატებით - ”მსოფლიოში საუკეთესო პრეზიდენტი”. ღონისძიების შემდეგ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო მატჩი იტალიის ვეტერანთა ნაკრებსა (რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ფრანკო ბარეზი, კლაუდიო ჯენტილე და დინო ბაჯო) და გუნდ ”ლიდერ 63”-ს შორის, რომელთა რიგებში რამზან კადიროვიც გამოდიოდა. თამაში მასპინძლების სასარგებლოდ - 4:1 დასრულდა. ერთ-ერთი გოლი თავად ჩეჩნეთის ლიდერმაც გაიტანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა