30 გარდაცვლილი და ტერაქტის კვალიფიკაცია - საქართველოს ელჩის კომენტარი ანკარაში მომხდარი აფეთქებების შესახებ

30 გარდაცვლილი და ტერაქტის კვალიფიკაცია - საქართველოს ელჩის კომენტარი ანკარაში მომხდარი აფეთქებების შესახებ

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ ირაკლი კოპლატაძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს საელჩოსთვის თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

"ჩვენ დავუკავშირდით პოლიციას და მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცესი. ჯერ მათთვისაც არ არის ცნობილი გარდაცვლილთა ვინაობა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ პოლიციასთან. იმედი მაქვს, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი და პოლიცია თავად დაგვიკავშირდება. ამ მომენტისთვის, არც დაშავებულებში და არც გარდაცვლილთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან", - აღნიშნა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 126 დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტები სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე განხორციელდა. აქტივისტები მიტინგის გამართვას "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად აპირებდნენ.

თურქეთში აშშ-ის საელჩომ ანკარაში მომხდარი ტრაგედია დაგმო. "ჩვენ ვგმობთ ანკარაში მომხდარ თავდასხმას. ყველანი ტერორის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ", - აცხადებს უწყება "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

პროქურთულმა პარტია HDP-მ ანკარაში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. HDP სამშვიდობო მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იხილეთ ფოტო

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა