რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა "ისლამური სახელმწიფოს" 55 ობიექტი გაანადგურეს

რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა "ისლამური სახელმწიფოს" 55 ობიექტი გაანადგურეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიაში 64 გაფრენა განახორციელეს და "ისლამური სახელმწიფოს" 55 ობიექტი გაანადგურეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" 29 საველე ბანაკი, 2 სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა ობიექტები გაანადგურა.

"ჩვენი ავიაციის საბრძოლო გაფრენების გახშირება უკავშირდება იმას, რომ სირიის მთელ ტერიტორიაზე ჩვენი საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალებებმა დიდი რაოდენობით სახმელეთო სამიზნე გამოავლინეს", - განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიის ტერიტორიის დაბომბვას 30 სექტემბრიდან ახორციელებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა