სერგეი ბრინი: არატიპიური მილიარდერი

სერგეი ბრინი: არატიპიური მილიარდერი

ამერიკელი მილიარდერი სეგეი ბრინი 1973 წლის 21 აგვისტოს მოსკოვში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1979 წელს ბრინები ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სერგეიმ 1993 წელს კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მაგისტრის დიპლომი აიღო და შემდგომ დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა.

აქვე მან ასპირანტი-მათემატიკოსი ლარი პეიჯი გაიცნო, რომელთანაც 1998 წელს კომპანია Google (სიტყვიდან googol, 1-დან 100-მდე ნულის შემცველ რიცხვს აღნიშნავს) დააარსა. 2009 წლის მონაცემებით ბრინის ფინანსური მდგომარეობა ჟურნალ Forbes-ის მიხედვით $15,3 მილიარდს შეადგენს.

სერგეი, რომელმაც 6 წლის ასაკში დატოვა საბჭოთა კავშირი, რუსეთის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. 8 წლის წინ მან კორუფციაში ჩაფლულ რუსეთს "თოვლიანი ნიგერია" უწოდა. 90-იან წლებში რუსეთში ვიზიტის შემდგომ მან მამას მადლობა გადაუხადა, რომ ამ ქვეყანაში არ მოუწია ცხოვრებამ. ალბათ ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის ყურამდე მივიდა, რადგან ამერიკაში ვიზიტის დროს ის Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერიკ შმიდტს, და არა სერგეი ბრინს შეხვდა.

ამბობენ, პირველი საძიებო პროგრამა ბრინმა 1994 წელს შექმნა, რომელიც ჟურნალ "პლეიბოის" საიტზე ახალ ფოტოებს ეძებდა. უნივერსიტეტში ცეკვის, ტანვარჯიშის, ცურვის კურსებს ირჩევდა, ამიტომაც გაუკვირდათ მის მშობლებს, როცა გაიგეს, რომ მათი შვილი წარმატებული პროგრამისტი გახდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია და ყველა ფოტო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა