იერუსალიმში ორმა შეიარაღებულმა პირმა ავტობუსში მყოფ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა

იერუსალიმში ორმა შეიარაღებულმა პირმა ავტობუსში მყოფ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა

იერუსალიმში მორიგი თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა, ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა პირმა ავტობუსში მყოფ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა მათი ლიკვიდაცია მოახდინეს.

კიდევ ერთი თავდასხმის დროს, დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ბოლო პერიოდში ისრაელში მსგავსი შემთხვევები გახშირდა შეიარაღებული არაბები ებრაელ პოლიციელებსა და სამხედრო პირებს, ასევე სამოქალაქო პირებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა