შვედეთში გაუპატიურებული მამაკაცებისთვის საავადმყოფო გახსნეს

შვედეთში გაუპატიურებული მამაკაცებისთვის საავადმყოფო გახსნეს

შვედეთის მთავრობამ საავადმყოფო გახსნა იმ მამაკაცებისთვის, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ეს მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია.

სამედიცინო დაწესებულება ოთხშაბათს სტოკჰოლმში გაიხსნა ლიბერალური პარტიის, ქრისტიან დემოკრატიული და ცენტრალური პარტიის ორგანიზებით. დაშავებულ მამაკაცებს სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ.

”მოხარულები ვართ, რომ გავხსენით პირველი მსგავსი დაწესებულება ქალების საავადმყოფოს შემდეგ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლ ადამიანებს დაეხმარება. ეს პირველად მოხდა შვედეთში და მსოფლიოშიც”, - განაცხადა ლიბერალური პარტიის პრესმდივანმა რასმუს იუნლანდმა.

სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს შვედეთის ტერიტორიაზე 370 საქმე აღიძრა მამაკაცებზე სექსუალური თავდასხმის გამო.

შვედეთი ევროპის ფარგლებში პირველ ადგილზეა გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობით. შესაბამისად, გაუპატიურების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა