ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ფოტორეპორტაჟი

ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ფოტორეპორტაჟი

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ეგვიპტის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 100 ცხედარი ამოიყვანეს, აქედან 17 ბავშვია. კატასტროფის დროს ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ 3 მგზავრი - უკრაინის, დანარჩენი კი - რუსეთის მოქალაქეა. ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღეს გამოცხადდა.

[იხილეთ გალერეა]

რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო განიცადა.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, "ფრენის წესების დარღვევის" მუხლით აღიძრა. კატასტროფის მიზეზების გამოძიება ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამაც დაიწყო. ინტერნეტ-პორტალი Flightradar24.com-ი, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის მონიტორინგს ახორციელებს იტყობინება, რომ კატასტროფიდან რამდენიმე წუთით ადრე ლაინერის სიჩქარე საათში 748-დან 172 კილომეტრამდე დაეცა. სააგენტო "რია ნოვოსტი" კი წერს, რომ აფრენის შემდეგ ლაინერის მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ აცნობა. მფრინავმა ასევე, მარშრუტის შეცვლა და კაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა, რის შემდეგაც კავშირი თვითმფრინავთან შეწყდა.

რუსული მედია წერს, რომ Aირბუს А-321-მა პირველი ფრენა 18,5 წლის წინ, 1997 წლის 9 მაისს განახორციელა.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს

იხილეთ ვიდეო: სავარაუდოდ, რუსული ლაინერის ვარდნის კადრები youtube-ზე გავრცელდა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა