რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ამოცნობის პროცედურა დაიწყო - გარდაცვლილია 224 ადამიანი

რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ამოცნობის პროცედურა დაიწყო - გარდაცვლილია 224 ადამიანი

ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 144 ადამიანი რუსეთში გადაასვენეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, კიდევ ერთ რეისს სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან.

დღესვე დაიწყო ცხედრების ამოცნობის პროცედურა. სასტუმროში, სადაც დაღუპულთა ნათესავები იმყოფებიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ.

რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანკტ -პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A 321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის, რუსეთის გარდა, ბელორუსისა და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

ამასთან, ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, სინაის ნახევარკუნძულზე ფრენების შეწყვეტაზე ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებმა" განაცხადა. მანამდე, Flydubai-მ, Air France-მა, Lufthansa-მ, Air Arabia-მ და Emirates Airlines-მა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრენებს დროებით აჩერებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა