ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

საპატიმრო ადამიანებისთვის მძიმე პირობებთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ციხეები, სადაც ისეთი პირობებია შექმნილი, რომ იქ მოხვედრაზე ბევრი ადამიანი იოცნებებდა.

ჰუმანური ციხეების ჩამონათვალში პირველობას არავის უთმობს სასჯელაღსრულების დაწესებულება ნორვეგიაში - ჰალდენი.

ჰალდენი, ნორვეგია:

ციხის საკნები 10 კვადრატული მეტრია, კედელზე ტელევიზორი, საკნებშივეა საშხაპე, მინი მაცივარი. პატიმრებს აქვთ საშუალება, ითამაშონ ფეხბურთი და სხვა სპორტული თამაშობები. პატიმრებს შეუძლიათ ხელსაქმის კეთებაც, რისთვისაც ისინი გასამრჯელოს სახით დღეში 9$-ს იღებენ. პატიმრებს შეუძლიათ დღეში 1,5 საათი საცურაო აუზში გაატარონ. პატიმრებს ემსაუხრება სუპერმარკეტი, სადაც კვირაში ერთხელ შეუძლიათ ივაჭრონ. პატიმრებს კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში შეუძლიათ შეხვდნენ ახლობლებს და მეგობრებს. ასევე არსებობს სპეციალური პატარა სახლები, სადაც პატიმარს აქვს საშუალება, ოჯახთან ერთად გაატაროს 24 საათი. ამ ყველაფრის ფონზე ალბათ არაა გასაკვირი, რომ ამ ციხეში სასჯელმოხდილი პატიმარების 20% 2 წლის შემდეგ ხელმეორედ ხვდება "ჰალდენის" საპატიმროში.

არანაკლებ ჰუმანურია საპატიმრო ილა, რომელიც ასევე ნორვეგიაში მდებარეობს.

ილა, ნორვეგია:

იქ სასჯელს 124 საშიში დამნაშავე იხდის, რომელთა უმეტესობა ციხეში სექსუალური დანაშაულისთვის მოხვდა. ამ ციხის პატიმარია კუნძულ უტოიაზე მოწყობილი ტერაქტის ავტორი ანდრეს ბრეივიკი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ციხეში ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ბევრი ქვეყნის მცხოვრები იქ ყოფნას ინატრებდა.

თითქმის ყველა საკანში არის კომპიუტერი, პატიმრებს აქვთ საშუალება, უმაღლესი დონის სატრენაჟორო დარბაზით ისარგებლონ. მათთვის ღიაა საცურაო აუზი და სხვა. ციხის ყველაზე ცნობილმა პატიმარმა ანდრეს ბრეივიკმა ცოტა ხნის წინ გააპროტესტა მისი იქ ყოფნა, მიზეზად ის დაასახელა, რომ არ მოსწონს ხედი, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს და ბორკილები ზედმეტად უჭერს. აპროტესტებს იმასაც, რომ პარსვის შემდეგ კანის დამარბილებელი კრემი სჭირდება და არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი ეს პროტესტი განხილვის თემად იქცა და ნორვეგიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაც გამოიწვია. საინტერესოა, ანდრესს რომ ქართულ ციხეში მოეხადა სასჯელი, რა რეაქცია ექნებოდა?!

ზოგადად სკანდინავიურ ქვეყნებში საპატიმროში არსებული მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად წინ არიან მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

საპატიმრო - ლეობენი, ავსტრიაში მდებარეობს. მას ხუთვარსკვლავიან ციხესაც უწოდებენ.

ლეობენი, ავსტრია:

როდესაც მას ნახავთ, მისი ეს სახელი ნამდვილად არ გაგიკვირდებათ, რადგან ციხე ფანტასტიურადაა კეთილმოწყობილი. ციხე საკურორტო ზონას უფრო ჰგავს, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ციხეს არ აქვს მავთულხლართი, რაც ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან იმ პირობებიდან გაქცევას, რაც პატიმრებს იქ აქვთ, არავინ მოისურვებს. 100 კვადრატული მეტრის საკნებში პატიმრებს აქვთ საკუთარი სამზარეულო, ციხეში არის მოდერნისტული ბიბლიოთეკა. ავსტრიაში გავრცელებულია ხუმრობა, რომ ციხიდან გამოსულ პატიმრებს ართმევენ პირობას - გარეთ გამოსულები ციხის დადებით თვისებებზე კრინტს არ დაძრავენ, რათა დანაშაულის წახალისება არ მოხდეს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საპატიმროებისა, სადაც მოხვედრილი დამნაშავეები არათუ ადამიანურ პირობებში, არამედ ფუფუნებაში ცხოვრობენ, თუმცა მიუხედავად ამისა, საპატიმროს გარეთ ყოფნა გაცილებით სასიამოვნოა, რასაც ყველა ყოფილი პატიმარი აღიარებს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა