მოსკოვმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

მოსკოვმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია", - აღნიშნა ბორტნიკოვმა და დასძინა, რომ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა.

რუსული ავიაკომპანია "ოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა