რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ

რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ

საშინელმა ტირანმა - საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელმა დევიდ მისკევიჩმა (ტომ კრუზის საუკეთესო მეგობარი და მისი ყოფილი მეუღლს, კეტი ჰოლმსის მეჯვარე), ორგანიზაციის ერთ-ერთი პატივცემული ხელმძღვანელი დები კუკი 45 დღის განმავლობაში ჭიანჭველებით სავსე ტრეილერში ჩაკეტა კალიფორნიის უდაბნოში. ქალი აწამა და სასტიკად სცემა.

"ჭიანჭველები ტანზე დაცოცავდნენ, შუქი 2 კვირის განმავლობაში გამორთული იყო. უდაბნოში ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევდა. იძულებული ვიყავი, "აღიარებით" სესიებში (auditing) მიმეღო მონაწილეობა, რის დროსაც ნაგვის ყუთში ვიდექი 2 საათის განმავლობაში, ამ დროს თავზე წყალს მასხამდნენ, ვტიროდი...

მისკევიჩმა თავის მდივანს უბრძანა, ვეცემე, ვიდრე სკამიდან გაუსაძლისი ტკივილების გამო არ გადმოვვარდი. ფანჯრები გისოსებით იყო დაფარული, შესვლა-გამოსვლას 24-საათიან რეჟიმში უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა, გაქცევა შეუძლებელი იყო. მე ერთადგილიან ტრაილერში ვიმყოფებოდი. ჩემს გარდა ამ ციხეში, სახელწოდებით "ხვრელი (Hole)" 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც გამუდმებით აწამებდნენ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეკლესიის დატოვება გადაწყვიტეს" - განაცხადა სასამართლოზე კუკმა.

ასევე კუკმა გაიხსენა, რომ დაინახა, როგორ სასტიკად გაუსწორდა მისკევიჩი კიდევ ერთ წამყვან საიენტოლოგს, აიძულა ენით აელოკა ჭუჭყიანი იატაკი ნახევარი საათის განმავლობაში. ასე მას შემდეგ მოექცა, როდესაც ქალმა 2007 წელს საიენტოლოგიის დატოვება მოინდომა, რათა ხმა არ ამოეღო რელიგიის შესახებ არასდროს და არავისთან.

სანამ საშინელ ადგილს დატოვებდა, 45-დღიანი ტყვეობის შემდეგ, კუკმა ორგანიზაციის ყველა საბუთს მოაწერა ხელი, რათა იგი არ მოეკლათ. მაგრამ ქალი არ დანებდა და რამდენიმე თვის შემდეგ ნაცნობ 12 ათას საიენტოლოგს მამხილებელი წერილები გაუგზავნა. მან მისკევიჩს ბრალი დასდო, რომ საიენტოლოგიური ეკლესია ტირანულ ორგანიზაციად აქცია, რომელიც 50-იან წლებში რონ ჰაბარდის მიერ დაარსებულ სწავლებებს ეწინააღმდეგება. ასევე, კუკმა ორგანიზაციის წევრების შემოწირულობათა (1 მილიარდი დოლარის ოდენობით) მითვისებაში დასდო მისკევიჩს ბრალი.

ქალმა ტეხასის სან ანტონიოს სასამართლოს მიმართა, რადგან მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საიენტოლოგიის ეკლესიის წარმომადგენლები სასამართლოს აკრძალვას ითხოვდნენ, რადგან კუკმა საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ კონფიდენციალობის შეთანხმება დაარღვია. მაგრამ დები კუკმა განაცხადა, რომ საბუთებზე იძულებით მოაწერინეს ხელი. მსგავსი ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, ეკლესიამ რეტირება მოახდინა და სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა.

რამდენიმე ფაქტი მისკევიჩისა და ტომ კრუზის ურთიერთობაზე

დევიდ მისკევიჩი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ჰოლივუდზე გასასვლელ გზებს. ცნობილია, რომ ამჟამად ჰოლივუდი, ალბათ, მსოფლიო დონის უძლიერესი PR მანქანაა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურებისთვის. და, თუკი შესაფერის ვარსკვლავს იპოვი და სწორად "დაავერბოვკებ" მას, ეს ორგანიზაციისთვის უმძლავრესი რეკლამა გახდება. და მან იპოვა "ჰოლივუდის ოქროს ბიჭუნა": თავისი დროის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი, თანაც, ბავშვობაში უღარიბესი ოჯახიდან, რომელიც დისლექციითა და მამისგან სასტიკი მოპყრობით იტანჯებოდა. მას სრული დამოკიდებულება ჰქონდა "ცისფერ მაფიაზე" - მოუნდებათ - გადაიღებენ, არ მოეწონებათ - მოისვრიან სანაგვეში. მისკევიჩს კანდიდატი აწყობდა - ერთი მხრივ, ცნობილი და მდიდარი, მეორე მხრივ კი თავდაუჯერებელი და მოწყვლადი.

მისკევიჩმა მსახიობის აგენტებთან მისასვლელი გზები იპოვა და ტექნიკურად "შეტენა" მიმი როჯერსი ცოლობის კანდიდატად. შერთან და ჰიზერ ლოკლირთან მინი-რომანების შემდეგ, გეი-მაფიამ გადაწყვიტა, რომ კრუზის მეტად გასაპიარებლად საჭიროა მისი დაქორწინება. მიმი როჯერსი ამ როლისთვის მათ შესაფერისად მიიჩნიეს: ცოტათი უფროსი, საკმაოდ ცნობილი, ამასთან, კრუზს ვერ დაჩრდილავს, როგორც სუპერვარსკვლავს (მათთვის ცნობილი არ იყო როჯერსის საიენტოლოგობის შესახებ, ან ყურადღება არ მიაქციეს ამ ფაქტს). და, ესეც ასე! - საქმე გაჩარხულია. კრუზისა და როჯერსის ხანმოკლე თანაცხოვრების პერიოდში მისკევიჩმა მისი "დავერბოვკება" მოახერხა.

ასევე ცნობილია, რომ ოფიციალურად ტომ კრუზი საიენტოლოგი 1990 წელს გახდა, მაგრამ 90-იანებში იგი აქტიური საიენტოლოგი არ იყო, რადგან ამას ნიკოლ კიდმანი ეწინააღმდეგებოდა. იგი ფაქტობრივად ვერ იტანდა მისკევიჩს და ყველა გზით ცდილობდა, ტომი საიენტოლოგიის წინააღმდეგ განეწყო. ამაში კიდმანს დევიდ გეფენი და სტივენ სპილბერგიც ეხმარებოდნენ. ასევე წერენ, როგორღაც ამ ჭაობიდან რომ ამოეთრიათ, სპილბერგმა სტენლი კუბრიკი დაარწმუნა, კრუზი და კიდმანი ფილმში "ფართოდ გახელილი თვალები" მიეწვია.

გადაღებები ინგლისში (მისკევიჩისგან შორს) 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაუგებარია, რა მოხდა შემდგომ, მაგრამ კუბრიკი ფილმის გადაღების დასრულებისთანავე გარდაიცვალა. კრუზმა მოულოდნელად კიდმანთან დაშორება გადაწყვიტა და აქტიური საიენტოლოგი გახდა: მედიასაშუალებების მეშვეობით აპიარებდა თავის რელიგიას. მისკევიჩი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.

იგი კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქორწილში მეჯვარე გახლდათ, მერე კი მათთან ერთად მალდივებზე საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა. ამჟამად მისკევიჩი კრუზს ყველა მოგზაურობაში თან ახლავს.

დევიდ მისკევიჩის ბიოგრაფიიდან

დევიდ მისკევიჩი - საიენტოლოგიური ეკლესიის ლიდერია. 1960 წელს ფილადელფიაში პოლონურ-იტალიურ კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ასთმა და ალერგია აწუხებდა. მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ, შემთხვევით მიმართეს დიანეტიკას და მათი თქმით, ამან ბავშვს უშველა. ამის შემდეგ, მთელი ოჯახი საიენტოლოგი გახდა. ყმაწვილობაში მისკევიჩი რონ ჰაბარდის თანაშემწე იყო. 80-იანი წლების დასაწყისში ლიდერ პოზიციამდე ავიდა, ჰაბარდის სიკვდილის შემდეგ კი იგი შეცვალა და ორგანიზაციიდან ჰაბარდის მეუღლე გააგდო.

მისკევიჩმა და რონ ჰაბარდმა 1991 წელს საიენტოლოგიური ეკლესიისთვის სრული საგადასახადო შეღავათები მოიპოვეს. აქამდე, 20 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ აშშ-ის საგადასახადოს 50-ჯერ უშედეგოდ მიმართა მოთხოვნით. როგორ მოიქცა მისკევიჩი: დაიქირავა კერძო დეტექტივები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საგადასახადოს წამყვან თანამშრომლებს უთვალთვალებდნენ და უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს.

ფაქტების გასაჯაროების სანაცვლოდ მისკევიჩმა გადასახადებისგან სრული გათავისუფლება მოითხოვა, როგორც არაკომერციული რელიგიური ან საქველმოქმედო ორგანიზაციისა. და მიიღო კიდეც. ამის შემდეგ მან ლოს ანჯელესის სტადიონზე ეკლესიის 10 ათასზე მეტი წევრი შეკრიბა და 3-საათიანი სიტყვით მიმართა: "ომი დასრულდა! ჩვენ გავიმარჯვეთ! დღეიდან არავითარი გადასახადები!". ოვაციები 10 წუთზე მეტს გაგრძელდა, საიენტოლოგებმა გამარჯვება იზეიმეს.

დევიდ მისკევიჩის მეუღლე შელი 2006 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. "ნიუ იორკერის" გადმოცემით, ან ცოცხალია, ან მკვდარი, ან სადმე მალავენ.

საიენტოლოგია

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი თითქოს კეთილშობილურია, - ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფასა და სულიერად ამაღლებას ემსახურება. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვა.

ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი (ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ჯინა ელფმანი, კელი პრესტონი, კერსტი ელი, მიშელ ფაირმანი, ჯეისონ ლი, უილ სმიტი, დასტინ ჰოფმანი, რობინ უილიამსი, პრისცილა პრესლი, კეიტ ჰოლმსი და სხვები) მისი მიმდევარია.

კრიტიკოსების აზრით, ამ მიმდინარეობას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიზნებთან, ეს არის წმინდა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული თავისი ლიდერების გამდიდრებას ემსახურება.

საიენტოლოგიას არ ცნობენ - საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, მექსიკა. გერმანელები მას კომერციულ, ბელგიელები კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბელგიაში მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

დუდანა ზაქარია, AMBEBI.GE

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

რუსეთში მომდევნო კვირიდან კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იწყება - პუტინის თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან