პარიზის ტერაქტის ერთადერთი გადარჩენილი ტერორისტის მისტიკური გაუჩინარება

პარიზის ტერაქტის ერთადერთი გადარჩენილი ტერორისტის მისტიკური გაუჩინარება

სალაჰ აბდესლამი, პარიზში მომხდარი თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილი, რომელიც ცოცხალი გადარჩა, მისტიურად გაუჩინარდა. როგორც ჩანს, აბდესლამი 13 ნოემბერს ღამით გაფრინდა ქვეყნიდან.

თავდასხმის დღეს 26 წლის აბდესლამი შავ რენო კლიოს საჭესთან შენიშნეს, რომლითაც სამი თვითმკვლელი ტერორისტი ჩამოსვა სტეიდ დე ფრანსის სიახლოვეს. შემდეგ სამხრეთით ხუთი კილომეტრი იარა და როგორც საგამოძიებო წყაროები იტყობინებიან, ალბათ, გზატკეცილზე იყო, როდესაც მისმა ძმამ იბრაჰიმმა კომპტორ ვოლტერის კაფეში თავი აიფეთქა.

ოთხი დღის შემდეგ მანქანა პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს მიტოვებული. აქ იწყება მთავარი მისტიკა. აბდესლამს ცალკე ტერაქტი უნდა განეხორციელებინა, თუ ბატაკლანის თეატრში უნდა შეერთებოდა თავდამსხმელებს? თუ ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო ახალი თავდასხმის დასაგეგმად? ღამის ორ საათზე მან ბრიუსელში დარეკა და თანამზრახველებს სთხოვა მისთვის მიეკითხათ.

პარიზში ღამის ხუთ საათზე 27 წლის მუჰამედ ამრი და 21 წლის ჰამზა ატუ ჩავიდნენ და აბდესლამი იმ ქუჩის სიახლოვეს ჩაისვეს მანქანაში, სადაც მან მანქანა მიატოვა. ისინი უკან, ბელგიაში გაემგზავრნენ. ბელგიის საზღვართან ისინი პოლიციამ შეაჩერა საბუთების შესამოწმებლად. იმ დროისთვის ჯერ არ იყო დადგენილი თავდამსხმელების ვინაობა და სამი მამაკაცი ბრიუსელში უპრობლემოდ გაუშვეს.

ამ დღის შემდეგ ის გაქრა. ამრი და ატუ ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და ბრალად "ტერორისტულ თავდასხმაში თანამზრახველობა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა" დასდეს.

აბდესლამის ძმა ბელგიურ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ სავარაუდოდ აბდესლამმა ბოლო წამს გადაიფიქრა ტერაქტში მონაწილეობა. ფრანგული საგამოძიებო ორგანოები აგრძელებენ ეჭვმიტანილის ძებნას.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა