პარიზის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვა

პარიზის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვა

პარიზის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვა. ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელიც ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, იმავე ასაფეთქებელ მასალას შეიცავს, რაც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების დროს იყო გამოყენებული.

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ გაქცეული ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის ტელეფონის გეოგრაფიული მონაცემები ბოლოს სწორედ მონ რუჟში დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია, მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ე.წ შაჰიდის ქამარი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 140-მდე ადამიანია დაკითხული. ჩხრეკა ათასზე მეტ ადგილას ჩატარდა.

სირიის ტერიტორიაზე კი ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საფრანგეთმა პირველი საზღვაო დარტყმები ვერტმფრენმზიდ შარლ დეგოლიდან უკვე განახორციელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა