თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოაგდეს

თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოაგდეს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარზე მომხდარი მოვლენების შესახებ კონსულტაციები ნატო-სა და გაეროსთან გამართოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია. რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, თვითმფრინავმა ფრენა გააგრძელა, რის შემდეგაც ის თურქულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

[იხილეთ ვიდეო]

გამოცემა "ინდიფენდენტი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების იყო. მედიაში გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა.

თურქულ მხარეს, საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა