გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

გასული ოცი წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

მსოფლიოში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სამწუხარო სტატისტიკა ყოველ წელს იზრდება. AMBEBI.GE გთავაზობთ გასული 20 წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რეტროსპექტივას.

1986 წელს ბერლინურ დისკოტეკაზე "ლა ბელ" ტერაქტი ლიბანურმა სპეცსამსახურებმა მოაწყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. დისკოთეკაზე თავდასხმა, რომელსაც ამერიკელი სამხედროები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ლიბანის სპეცსამსახურების ძალის დემონსტრაციას.

1988 წლის 27 დეკემბერი, რომი, ვენა. ერთდროული ტერაქტები ორი ქვეყნის აეროპორტში. პალესტინური ორგანიზაციის "აბუ ნიდალის" ბოევიკებმა მგზავრები დაცხრილეს. დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 120-ზე მეტი.

1994 წლის 24 დეკემბერს ალჟირული ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური შეიარაღებული დაჯგუფების" ოთხმა წევრმა ალჟირის აეროპორტში ფრანგული თვითმფრინავი შეიპყრო. ამ დროს 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც გაირკვა, დამნაშავეებს ბრძანება ჰქონდათ, აეფეთქებინათ თვითმფრინავი, რომელშიც 237 მგზავრი იმყოფებოდა, საფრანგეთის დედაქალაქის თავზე.

1995 წლის 20 მარტს ტოკიოს მეტროს 16 სადგურში სექტა "აუმ სინრიკეს" მიმდევრებმა ქიმიური ნივთიერებები გაუშვეს. დაშავდა 3796 ადამიანი, დაიღუპა - 12.

1995 წლის 25 ივლისს პარიზის მეტროში ვაგონი აფეთქდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი, დაიჭრა - 100. ტერაქტი "შეიარაღებულმა ისლამურმა დაჯგუფებამ" მოაწყო.

1996 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთში მეტროს ვაგონი ააფეთქეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა 92.

1999 წლის ოთხი დეკემბერი, რუსეთი. დაღესტნურ ქალაქ ბუინაკსკში ხუთსართულიანი კორპუსი ააფეთქეს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი ოფიცერი ცხოვრობდა. სრულად დაინგრა ორი სადარბაზო. 64 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 23 ბავშვი. 146-მა ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო.

1999 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში, გურიანოვის ქუჩაზე 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, 200 - დაიჭრა.

1999 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს. დაიღუპა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 - ბავშვი.

1999 წლის 16 სექტემბერს როსტოვში 9 სართულიანი სახლი აფეთქდა. 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზარალებულების რიცხვმა 310 ადამიანი შეადგინა.

2001 წლის 11 სექტემბერი. ორი სამგზავრო თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს დაეჯახა ნიუ იორკის ცენტრში. კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელსაც ტერორისტები მართავდნენ, ვაშინგტონის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ კორპუსს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით, ნიუ იორკში დაიღუპა 2749 ადამიანი, ვაშინგტონში - 189, პენსილვანიაში - 44.

2002 წლის 12 ოქტომბერს ჰელსინკში საბავშვო პარკში ოცი წლის სტუდენტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაიჭრა - 80.

2002 წლის 13 ოქტომბერს ბალიში (ინდონეზია) აფეთქებების სერიის შედეგად დაიღუპა 190 ადამიანი და 300-ზე მეტი დაშავდა. ბომბები ყველაზე მსხვილ ტურისტულ ცენტრში ააფეთქეს. პარალელურად მოქმედებაში მოიყვანეს ამერიკის საელჩოსთან დამონტაჟებული ბომბები.

2002 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მომბასაში (კენია) ისრაელიდან ჩასული ტურისტების წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა. ჯიპი სასტუმროს შესასვლელთან აფეთქდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. 80-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

2003 წლის 12 და 13 მაისს საუდის არაბეთში აფეთქებების სერიის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 194 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო.

2003 წლის 5 აგვისტოს ჯაკარტაში (ინდონეზია) სასტუმრო "მერიოტში" ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო. დაიღუპა 15 ადმაიანი და დაიჭრა 150.

2003 წლის 25 აგვისტოს მუმბაის პორტში მოქმედებაში მოვიდა ბომბები, რომლებიც ტაქსებში იყო დამონტაჟებული. შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 150 - დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტი პაკისტანში განლაგებულმა მუსულმანურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს.

2003 წლის 15 ნოემბერს სტამბულში ორ სინაგოგასთან თვითნაკეთი ბომბები აფეთქდა. შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 300 - დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო.

2003 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ხუთი აფეთქება მოხდა, მათ შორის ბრიტანეთის საკონსულოსთან და ბრიტანული ბანკების ფილიალებთან. შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 450 დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ალ ქაედამ" და თურქულმა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ "დასავლეთის ისლამური მოჯაჰედების ფრონტმა" აიღო.

2004 წლის 6 თებერვალს მოსკოვის მეტროში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 41 ადამიანი, დაშავდა 250.

2004 წლის 11 მარტს მადრიდში სადგურ ატოჩზე აფეთქების შედეგად 191 ადამიანი დაიღუპა და 1800 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედამ" აიღო. ექსპერტების შეფასებით, ეს იყო ტერაქტი, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

2004 წლის 8 ოქტომბერს პარიზში ინდონეზიის საელჩოსთან მოხდა აფეთქება. დაიჭრა ათი ადამიანი.

2004 წლის დეკემბერში ტერაქტების სერია განახორციელა დაჯგუფება "ეტამ" – 3 დეკემბერს ესპანეთის ხუთ ქალაქში, 5 დეკემბერს - შვიდ ქალაქში. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა. ამ სერიიდან ყველაზე მსხვილი ტერაქტი 2005 წლის 9 თებერვალს მადრიდში მოხდა, რომლის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა.

მომზადებულია johnstonsarchive.net-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა