მედიაში თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა

მედიაში თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის "სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა. "ბიბისი" წერს, რომ რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა. ვიდეოკადრებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული აჯანყებულებიც ჩანან. რუსული "სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.

[იხილეთ ვიდეო]

თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა. კრემლში განაცხადეს, რომ მომხდარი - "ძალიან სერიოზული ინციდენტია", თუმცა დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

თურქულმა წყარომ მომხდარზე საუბრისას სააგენტო "როიტერთან" განაცხადა, რომ სამხედროები "თურქეთის სუვერენიტეტს იცავდნენ".

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა