"ზურგში დანა ჩაგვარტყეს" - ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას გამოეხმაურა

"ზურგში დანა ჩაგვარტყეს" - ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას გამოეხმაურა

"ზურგში დანა ჩაგვარტყეს", - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას.

"ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებს ცდება. ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში დანა ჩაგვარტყეს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "სუ-24" თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

"თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ჩვენი მფრინავები და თვითმფრინავი თურქეთის რესპუბლიკას არანაირად არ ემუქრებოდა", - განაცხადა პუტინმა.

მისი შეფასებით, "სუ-24"-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვება. "ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად, თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტნიორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვეგდო მათი თვითმფრინავი", - აღნიშნა პუტინმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე