შვეიცარიაში ჩადრის ტარების შემთხვევაში ქალები 65000 ევროთი დაჯარიმდებიან

შვეიცარიაში ჩადრის ტარების შემთხვევაში ქალები 65000 ევროთი დაჯარიმდებიან

შვეიცარიაში ქალები, რომლებიც ბურკას ატარებენ, ადგილობრივი მთავრობის ახალი კანონის მიხედვით, შესაძლოა, 65000 ევროთი დაჯარიმდნენ.

ტიჩინიოს ოლქში, მუსლიმ ქალებს აეკრძალებათ ჩადრის ტარება მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში.

სამხრეთ შვეიცარიის მთავრობამ აკრძალვას მხარი რეფერენდუმის შედეგად დაუჭირა. ადგილობრივების თქმით, ტიჩინიოს მთავრობას სურდა აეკრძალა როგორც ჩადრი, ისე ნებისმიერი ნიღბები, რომელსაც დემონსტრაციებზე ატარებენ ადამიანები. საბოლოოდ, აკრძალვა მხოლოდ მუსლიმ ქალებს შეეხოთ, რომლებიც მძიმე პირბადეს ატარებენ.

შვეიცარიის პარლამენტში აცხადებენ, რომ აკრძალვა ფედერალურ კანონებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ძალაში ახალი წესები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა