უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, კიევი ყველა რუსულ ავიაკომპანიას ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთას აუკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

"ვთხოვ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა და აცნობოს რუსულ მხარეს იმის შესახებ, რომ ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის საავიაციო სივრცე იხურება, ავიაკომპანიების ყველა სატრანზიტო ფრენა კი წყდება", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მისი თქმით, აკრძალვა რუსულ სამხედრო ავიაციასაც ეხება. იაცენიუკის განმარტებით, კიევმა აღნიშნული ზომა სამხედრო და საგარეო პოლიტიკური ვითარების ესკალაციის გამო მიიღო, რადგან არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უკრაინის ავიასივრცეს პროვოკაციებისთვის გამოიყენებს. "ამიტომ ეს არის როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ისე პასუხი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა