"ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 10" - რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

"ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 10" - რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.

"ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, 10 რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა გორბუნოვამ.

რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ტურუხანის რაიონში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა