როგორია ”გაზპრომის” პრეზიდენტის პირადი ცხოვრება და წლიური ხელფასი

როგორია ”გაზპრომის” პრეზიდენტის პირადი ცხოვრება და წლიური ხელფასი

ალექსეი მილერი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსი მენეჯერია. "გაზპრომის" პრეზიდენტი აგრეთვე "გაზფონდის" დირექტორთა საბჭოს და სადაზღვევო კომპანია "სოგაზის" უფროსია.

მილერის პირადი ცხოვრება მისი წარმატებული კარიერის ჩრდილში რჩება. ცნობილია, რომ ის უკვე მრავალი წელია დაქორწინებულია ირინა მილერზე, რომელიც საჯაროდ ხშირად არ ჩნდება ხოლმე. ირინა და ალექსეი მილერებს ვაჟი ჰყავთ.

სამუშაოსგან თავისუფალ დროს მილერი ოჯახს უთმობს. არსებობს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდობიდან მილერი გატაცებულია ფეხბურთით და საფეხბურთო კლუბ "ზენიტის" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. ამასთან, მილერს უყვარს ცხენოსნობა და მშვენივრად უკრავს გიტარაზე.

ცხენოსნობით გატაცება მილერს სერიოზულ საქმიანობაში გადაეზარდა. 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის "რუსული იპოდრომის" ხელმძღვანელად დანიშნა, რათა ამ მიმართულებით მშობლიური ინდუსტრია განევითარებინა და გამოეფხიზლებინა ცხენოსნობა, როგორც სპორტი.

მილერის წლიური შემოსავალი 25 მილიონ დოლარს უტოლდება, რითაც ის რუსეთში რიგით მეორე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანია. პირველ ადგილზე საერთაშორისო საფინანსო კომპანია WTB-ს მმართველი ანდრეი კოსტინია.

მომზადებულია 24smi.org-ს მიხედვით.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა