მიიღე მადლიერების დღის მილოცვა ირინა შეიკისგან

მიიღე მადლიერების დღის მილოცვა ირინა შეიკისგან

ირინა შეიკმა აუდიტორიას Facebook-ზე მადლიერების დღე მიულოცა.

"ბედნიერ მადლიერების დღეს გისურვებთ. წელს ბევრი რამისთვის ვარ მადლიერი, მათ შორის ამ ფოტოსთვის", - წერს შეიკი და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოდელი უდავოდ საოცარ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ მადლიერების დღე - ეს არის დღესასწაული, რომელსაც უმეტესად, შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად.

მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.

მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ხოლო შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს.

ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა