ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა

ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საპარლამენტო სხდომაზე წამოაყენა ინიციატივა, რომ თურქეთი რეაქტიულ-ბირთვული დარტყმით გაენადგურებინათ.

”სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია: საკმარისია ერთი ატომური ბომბი და მთელი ქალაქი გაქრება. ცხრა მილიონი კაცი აღარ იქნება”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ლიბერალ დემოკრატების ლიდერის აზრით, თურქეთის მოკავშირეები სამხრეთატლანტიკურ ალიანსში სიტუაციაში არ ჩაერევიან, რადგან არ მოუნდებათ ”ბირთვულ ხანძარში სიკვდილი”. აგრეთვე ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ახლა თურქეთი, მათ შორის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გაცოფებულნი არიან.

”მათ არ იციან, რა მოხდება. მე მათ ადგილას ძალიან შემეშინდებოდა თურქეთზე დამანგრეველი დარტყმის. პრეზიდენტის ერთი სულელური ქმედება და ქვეყანა შეიძლება პლანეტიდან გაქრეს”, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ძველი მეგობრული ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის თითქმის მთლიანად გაქრა მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თურქებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.