ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე აიფეთქა თავი.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ბიბისის" განუცხადა, რომ ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.

ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" ახორციელებს, რომელიც ქვეყანაში შარიათის დაწესებისთვის და ისლამური სახალიფოს შექმნისთვის იბრძვის.

მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა