REUTERS: ნატო მონტენეგროს მწვანე შუქს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას აუნთებს, რას შესთავაზებენ საქართველოს?!

REUTERS: ნატო მონტენეგროს მწვანე შუქს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას აუნთებს, რას შესთავაზებენ საქართველოს?!

ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილს მიაწვდიან საქართველოს ალიანსის წევრობის შეთავაზებაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია დროშია გაწელილი. დიპლომატების ინფორმაციით, ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ ალიანსი ვერ შეძლებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დაცვას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.

ნატო-მ საქართველოს გაწევრებაზე ღია დაპირება 2008 წლის აპრილის სამიტზე მისცა. ამ ფაქტმა მოსკოვთან ურთიერთობები დაძაბა და, საბოლოოდ, ოთხი თვის შემდეგ ომით და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირებით დასრულდა.

მას შემდეგ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებმა უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, ეს საკითხი კვლავ გააქტიურდება მომდევნო სამშაბათს, როდესაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ მცირე ზომის მონტენეგროს მიერთების საკითხს - ამ ღონისძიებაზე მათგან ყველა მოელის თბილისის მისწფარებების შესახებ მსჯელობის განახლებასაც.

ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს გაფართოებას რუსეთთან მოქმედების სტრატეგიის მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა, იმის პარალელურად, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებასა და უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესებში რუსეთის მხარდაჭერას სერიოზულად განიხილავენ, ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში გახშირდა ფრთხილი დამოკიდებულებები ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, რადგან ამას რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ მუქარად აღიქვამს.

"ზოგიერთები შიშობენ, რომ მონტენეგროს მიწვევამ შესაძლოა საქართველოში არასწორი სიგნალი გააგზავნოს", - განაცხადა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

საფრანგეთი შიშობს, რომ მონტენეგროს მიწვევა საქართველოს მოლოდინებსაც გაზრდის. გერმანია, რომელიც მონტენეგროს მიერთებას დადებითად უყურებს, კვლავ რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც 2008 წელს. სხვები, მათ შორის დანია და ბრიტანეთი აკვირდებიან რამდენად მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა.

ნატო-ს საბაზისო ხელშეკრულება, რომელიც ერთ მოკავშირეზე შეტევას განიხილავს როგორც შეტევას ყველა მოკავშირის წინააღმდეგ, ეფექტიანად უზრუნველყოფს თითოეული წევრი ქვეყნის დაცვის გარანტიას.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა